ხმაური მთაწმინდაზე – გიორგი ვაშაძეს ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლის ნება არ მისცეს
მთაწმინდის პანთეონში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პარტია “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავთან მივიდა. ვაშაძესა და მისი პარტიის წარმომადგენლებს ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები დახვდნენ. მათ გიორგი ვაშაძეს გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.