იაპონელი მედიკოსები: სამედიცინო ნიღაბი ბავშვებისთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს
ორ წლამდე ბავშვებში სამედიცინო ნიღბების ტარება სასიცოცხლო საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს, რადგან ნიღაბმა შესაძლოა ბავშვის გაგუდვა გამოიწვიოს, – ამის შესახებ იაპონიის პედიატრთა ასოციაციაში განაცხადეს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბავშვებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ, ნიღბებმა კი მათ შესაძლოა, სუნთქვა გაურთულონ, რაც, საბოლოოდ, გაგუდვით დასრულდება.
გარდა ამისა, პატარებმა გულზე დატვირთვასაც შეიძლება, წააწყდნენ, ცხელ ამინდში კი – მზის დარტყმა მიიღონ.
“სიცხე ნიღაბს არ ტოვებს და მზის დარტყმის მიღების მაღალი რისკია. გარდა ამისა, ბავშვებში ღებინება იწყება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, პნევმონია და გაგუდვა გამოიწვიოს”, – განმარტა ასოციაციის ხელმძღვანელმა, აკირა კამიკავამ.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი ნიღბები იყიდება. შეფუთვაზე წერია, რომ მათი ტარება დასაშვებია მხოლოდ 3 წელზე ზემოთ პატარებისთვის. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი შეფუთვას აწერს, რომ მათი ტარება დასაშვებია ორ წელზე ზემოთ ბავშვებისთვის.