ნათია თურნავა: ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია

„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომიდან მიულოცა.
ბორჯომში მინისტრი ქვეყანაში პირველი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
“ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ წარმოებას, ქართულ მრეწველობას, ქართულ ენერგეტიკას და ყოველივე ამაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა და სიძლიერე​.
ბორჯომ-პარკში ისტორიული “ბორჯომი ჰესის” შენობის რეაბილიტაცია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით მიმდინარეობს. ეს არის პირველი ჰესი საქართველოში, რომელიც 1899 წელს ამოქმედდა. აქედან იწყებოდა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ 2017 წლიდან ევროკავშირის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვართ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები