ირაკლი სესიაშვილი: 2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას

“2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ჩაიდინა”,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინდელ ხელისუფლებას დღემდე არ გაუთავისებია, რამხელა დანაშაული ჩაიდინა.

„ეს იყო რეალურად უკვე იმ ხელისუფლების პირდაპირი სახე და პირდაპირ ეთერში ამის დემონსტრირება თითოეული ჩვენგანისთვის, რაც მიმართული იყო, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ყველაფრისთვის. ამ ძალადობის მიზანი იყო პოლიტიკური დაშინება თითოეული მოქალაქის, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. სამწუხარო კიდევ ამ ყველაფერთან ერთად ის არის, რომ ადამიანებმა, იმ ხელისუფლებამ, ვინც ეს ჩაიდინა, დღემდე ელემენტარულად ბოდიში არ მოუხდია და არ გაუთავისებია თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

2011 წლის 26 მაისს აქციაზე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები