ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე დგას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფლება ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე დგას.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე თქვენთან ერთად მსურს, მივულოცო ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი. გმირებმა, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ, დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობისა და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე. ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ წინაპართა თაობის მიმართ, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს ხორცი შეასხეს ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას და შექმნეს იმ ეპოქაში ევროპისთვის თვალსაჩინო, დემოკრატიული სახელმწიფო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისთვის, უთანასწორო ბრძოლაში გამოჩენილი არაერთი გმირობა, საუკუნის მერეც შთაგვაგონებს და გვაძლევს ეროვნული სიამაყის ძლიერ მუხტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები