ლევან დავითაშვილი: თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი თქმით, თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. საუკუნეზე მეტი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ამ ღირებულებებზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და განვითარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯიც ამ ღირებულებების გამტკიცებას ემსახურება.
ჩვენს მრავალსაუკუნოვან, განსაკუთრებული ისტორიის მქონე ქვეყანაში ჩვენი ხალხი არაფერშია ისეთი ერთიანი, როგორც – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ამ ბრძოლის შედეგის შენარჩუნებაში. ჩვენ გადავლახეთ ბევრი სიძნელე, გამოწვევების წინაშე ვართ დღესაც, იქნება გარკვეული სირთულეები მომავალშიც, მაგრამ საქართველოს განვითარება და წინსვლა გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.