კახა იშხნელი: ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის თქმით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი დატოვებს.

“ჩვენს კლინიკაში გამოყოფილ კოვიდსივრცეში 46 პაციენტი იმყოფება. აქედან 11 არასრულწლოვანია. 34 დადასტურებული შემთხვევაა. საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვყავს. სამი პაციენტი საშუალო სიმძიმისაა და საყურადღებოა. რეანიმაციაში პაციენტი აღარ გვყავს. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება – მსუბუქი ფორმისაა და ველოდებით მათ გამოჯანმრთელებას, ანუ  – ვირუსის ელიმინაციას. ერთი გამოჯანმრთელებული ახლა დატოვებს კლინიკას და თვითიზოლაციაში წავა. დღეს დაგეგმილია 5 ანალიზი, აქედან სამი განმეორებითია”, – განაცხადა იშხნელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები