“დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს, ძნელია უყურო შვილს ასეთ მდგომარეობაში” – 24 წლის მარინა სუბელიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

24 წლის მარინა სუბელიანი, ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად, ზემო სვანეთში, ლენჯერის თემის სოფელ ლემსიაში ცხოვრობს. მის პირველ შვილს, ოთხი წლის ელენე მერლიანს დაბადებიდან ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. ოჯახს ბავშვის მკურნალობისთვის, საკმარისი თანხა არ გააჩნია, მათი შემოსავალი ელენეს პენსია და მარინას მეუღლის ხელფასია – ის მესტიაში ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად მუშაობს.
“რეგიონული კვირა“, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებთან ერთად, ელენე მერლიანს ესტუმრა.
„ბავშვი ცერებრალური დამბლით დაიბადა, სჭირდება მასაჟები, მაგრამ არ გვაქვს მაგის საშუალება. გვაქვს სიღარიბე, შემოსავალი ბავშვის პენსიაა და მეუღლე მუშაობს ბენზინკალონკაზე. ელენეს მკურნალობის ერთი კურსი ჩავუტარეთ, შემდეგ არსად წაგვიყვანია უსახსრობის გამო. ლოგოპედსაც საჭიროებს, ამბობს რაღაც სიტყვებს და გვაგებინებს ხელებით. სჭირდება თერაპევტი, რადგან ნერვიულია ძალიან. ძნელია უყურო შვილს ასეთ მგომარეობაში“, – უყვება “რეგიონულ კვირას” მარინა

“რეგიონულ კვირას” მარინას და მისი ოჯახის გაჭირვების შესახებ LAG Upper Svaneti – „ზემო სვანეთის“ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა უამბო. კომპანია, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მოხუცებსა და შშმ პირებს აღრიცხავს და მათ საჭიროებებს სწავლობს.

სოფიო კაკაჩია

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები