კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით რეკომენდაციებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც მოგვცემენ მითითებას რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები