სოფო კილაძემ გაერო-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
წელს პირველად, პანდემიის გამო, ტრადიციული სტოკჰოლმის დისკუსია ონლაინფორმატში ჩატარდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დისტანციურ ფორუმზე გაერო-ს წევრი ქვეყნების წამომადგენლებმა ისაუბრეს პარლამენტების როლზე უსაფრთხოების მმართველობის კუთხით და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სირთულეები განიხილეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური კუთხით.
სოფო კილაძემ მონაწილეებს ასევე კოვიდ19-თან წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პარლამენტისა და უშუალოდ კომიტეტის საქმიანობა გააცნო.