მარინა ეზუგბაია: კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, გაუმჯობესებულია, მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა

“ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, გაუმჯობესებულია, დღეს შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში, ამ დროისთვის, 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 35 არის დადასტურებული „კოვიდ-19“-ით.

„ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ გუშინ არ მიგვიღია. ხუთი არის შესაძლო შემთხვევა, რომელიც ახლა კვლევაშია და დღის განმავლობაში გვეცოდინება პასუხები. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, გაუმჯობესებულია, დღეს შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა და იმედია, თუ ასეთი მდგომარეობით გაგრძელდება სიტუაცია, ალბათ, მალე გაწერაზეც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკაში მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები