რატი იონათამიშვილი: არის გარკვეული საკითხები, რომლებსაც უხერხულია, პოლიტიკური სარჩულით მივუდგეთ
“ეს არის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რადგანაც ეს კანონი სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და თითოეული ჩვენთაგანი ამას, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე ვიღებთ”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი კანონპროექტი „საგადასახადო კოდექსში” ცვლილების თაობაზე.
„კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, კრიტიკა იყო იმაზეც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა მიმართულებით არასაკმარისად იხარჯება, რაც არასწორია. წამყვანი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმებიც კი არ ითვალისწინებენ ამ მიმართულებით შშმ სამიზნე ჯგუფებს, განსხვავებით ჩვენი გეგმისა.
დეპუტატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვენი საერთშორისო პარტნიორების, ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების განცხადებებს. მან მაგალითად მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადება მოიყვანა, რომელმაც თქვა – „ვფიქრობ ის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, ძალიან ფრთხილი, მოქნილი და გონივრულია”, – მიმაჩნია, რომ ეს არის, უბრალოდ, სხვაობა ნეიტრალური არბიტრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანების შეფასებებში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.