მაკა სოლოღაშვილი: ბავშვებში კოვიდ-19-ის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა გამოხატული, არანაირი სხვა სინდრომის გართულება არ გვქონია
“ბავშვებში კოვიდ-19-ის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა გამოხატული, არანაირი სხვა სინდრომის გართულება ჯერ არ გვქონია”, – ასე უპასუხა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა კითხვას, რომელიც ბავშვებში კავასაკის სინდრომის სავარაუდო საფრთხეს ეხებოდა.
„სავარაუდოდ, ყველაზე მეტი მოზარდი ჩვენ გავატარეთ. არ გვქონია ბავშვებში არათუ რაიმე გართულება, ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა, შემოსვლის პერიოდში თუ გამოიხატება სუფებრილიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, რადიოლოგიური მონაცემებით გამოიხატოს ორმხრივი პნევმონიაც კი ბავშვები კარგად გრძნობენ თავს და არანაირი სხვა სინდრომის გართულება და გამოხატულება ჯერ არ გვქონია სახეზე”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.