არის თუ არა კორონავირუსის დადასტურების მეორადი შემთხვევები საშიში – მაკა სოლოღაშვილის განმარტება
“თითოეული ინდივიდურად არის განხილული და შესწავლილი, როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, არცერთი მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენს”, – ასე უპასუხა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა კითხვას – სამი ადამიანია, რომელსაც კლინიკიდან გაწერის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა, არის თუ არა ვირუსის ხელახლა გავრცელების საფრთხე?
სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, არის თუ არა კორონავირუსის დადასტურების მეორადი შემთხვევები საფრთხის შემცველი.
“თითოეული ინდივიდურად არის განხილული და შესწავლილი. როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, არცერთი მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, უმრავლეს შემთხვევაში გაწერა ხდება საკარანტინე ზონაში ან თვითიზოლაციის პირობით. მით უმეტეს არ წარმოადგენს საფრთხეს, როდესაც ვირუსის ხელახალი გამოჩენა ხდება უკვე მკვდარი ვირუსის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი აღარ აგრძელებს თავის ცხოველუნარიანობას და გადადებისთვის რისკს არ წარმოადგენს. ზოგადად, გაწერა ხდება თვითიზოლაციის პირობით და ამით უკვე ყველა რისკი მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი. მეორადი დადასტურების დროს გართულებების რისკზე ვერაფერს ვიტყვი, ჯერ არ გვქონია პრაქტიკაში, ვირუსი მრავალფეროვანია და რთულია ერთი გადამწყვეტი პასუხის თქმა”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.