მაკა სოლოღაშვილი: ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი 2 ახალი პაციენტი, დედა-შვილი სომხეთის მოქალაქეა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, რომელიც საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 51 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 41-ს აქვს დადასტურებული. გვაქვს სამი გამოჯანმრთელება. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, დედა-შვილია. არიან საკარანტინე სივრციდან, სომხეთის მოქალაქეები. რეანიმაციაში მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 4 პაციენტი რჩება საყურადღებო. 18 წლამდე ასაკის არის 12. კვლევაში ჩართვას 4 პირი ელოდება. ერთი პაციენტი რჩება სტაბილურად მძიმე, რომელიც მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები