სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბიზნესოპერატორი შეამოწმა, რომელიც ავტოფარეხში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა და ყიდდა სხვადასხვა სახეობის მწნილეულსა და მჟავეულს.

სეს-ის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები – ინდმეწარმე „ზაურ გრიგალაშვილი“ (ფაქტობრივი მისამართი: თევდორე მღვდლის ქ.10) დაჯარიმდა და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები