„ვიმსჯელოთ ერთად“ – ცესკოს ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივის, „ვიმსჯელოთ ერთად“ ფარგლებში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა.

როგორც “კვირას” ცესკოდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი საკითხები 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი და პანდემიის პირობებში მიმდინარე საარჩევნო საქმიანობების განხილვა იყო.

ონლაინშეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და „ვიმსჯელოთ ერთად“ შეხვედრის ფორმატის შესახებ ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სასურველია აღნიშნული შეხვედრები ახლო მომავალშიც დისტანციურად გაიმართოს. მისი მოსაზრება შეხვედრის მონაწილეებმაც გაიზიარეს. თამარ ჟვანიამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ახორციელებს.

დღესვე, შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა განახლებული ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი გააცნო, რომელშიც ახალი გამოწვევების შესაბამისი, მნიშვნელოვანი ინიციატივები ასახული; საარჩევნო ადმინისტრაციამ ქცევის კოდექსის წარდგენით სამოქალაქო სექტორთან ერთად დღეიდან დაიწყო სამუშაო პროცესი, იმისათვის რომ ერთობლივად შემუშავდეს საბოლოო დოკუმენტი.

დღეს გამართულ ონლაინშეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ცესკოს 33 წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები