“პოლიტპატიმრის” წლის აღიარება – ანდრია გვიდიანი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე (ვიდეო)

“შეხედეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური “პარტიები” და მარტივად უპასუხებთ შეკითხვას, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში”, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ორქუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა – “ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ, მან გაისროლა”.
​ანდრია გვიდიანის თქმით, ეს “პოლიტპატიმრის” წლის აღიარებაა.
“ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია ოქრუაშვილი; რომელი ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია ხოშტარია; ამას დაამატეთ, რომელი ქვეყნის აგენტის პრესმდივანი იყო მაქარაშვილი; რომელი ქვეყნის არამეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა დიღმელაშვილი; ამას დაამატეთ, რომელ ქვეყანას ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები სააკაშვილმა და ბოკერიამ; ამას დაამატეთ, ვის სასარგებლოდ დააბრალეს საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყება და ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას კანდელაკმა, გაბაშვილმა, თაქთაქიშვილმა, დარჩიაშვილმა და თარგამაძემ; ამას დაამატეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს ლეიბორისტული პარტიის ტერარიუმში შეკრებილი პრორუსული და ანტიდასავლური “პარტიები” და მარტივად გასცემთ პასუხს შეკითხვას – ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში”, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები