“საქართველოში არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს არის ის რაც ევროპული გზისთვისაა საჭირო”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუქსმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს.
“ვფიქრობ, ჩვენს “ტვიტერებსა” და ევროპარლამენტის სხვა აქტივობებს აქვს შედეგი, მაგალითად, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების კუთხით. შეთანხმება არ არის ბოლომდე შესრულებული და მინდა, შევახსენო საქართველოს მთავრობის წევრებს, რომ მომავალი არჩევნები არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის. ამიტომ, თქვენ ვალდებულნი ხართ, იყოთ თავისუფლები და სამართლიანები პოლიტიკოსების დევნაზე. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეს არის ის, რაც საჭიროა ევროპული გზისთვის”, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.