“არ შეიძლება, ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მით უმეტეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან”, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მთავრობას აქვს იმის რესურსი, მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური. მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა – ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ჩვენ, პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.