მაკა სოლოღაშვილი: ზოგადად, მსოფლიო ემზადება ახალი ტალღისთვის, სიფრთხილე მაქსიმალურად უნდა დავიცვათ

“ზოგადად, კორონავირუსის ახალი ტალღისთვის მსოფლიო ემზადება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ  შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილე მაქსიმალურად უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

“არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ მატება გვაქვს ჩაკეტილი, უკვე ცნობილი კლასტერებიდან, უცხო კლასტერი არ გამოჩენილა და დიდი იმედი გვაქვს, არ გამოჩნდება. რაც შეეხება შემოდგომაზე ახალ ტალღას – ამას, რა თქმა უნდა, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი”ყველა კლინიკისა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასების საფუძველზე გაცილებით უფრო ზუსტად აცხადებს და  მსოფლიო ემზადება ახალი ტალღისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მაქსიმალურად, სიფრთხილე უნდა გავაგრძელოთ და დავიცვათ ინდივიდურად ყველა ის მოწოდება, რაც აქამდე გვქონდა მიღებული დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრიდან.

იზოლაცია, რა თქმა უნდა, სეზონურ გრიპებსა და სხვა ინფექციურ დაავადებებზეც აისახა, რომელიც მარტივად გადაეცემა აირწვეთოვანი გზით და ჯგუფური შეკრებების დროს მათი გავრცელება, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია. ასე რომ, იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა არა მარტო კოვიდ-19-ის, არამედ – სხვა ინფექციების კუთხითაც. რა თქმა უნდა ორ თვიანი პერიოდი სერიოზული ტესტია და მოგვცემს გარკვეული მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას. თუმცა, ცხადია, რომ კორონავირუსისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ცოტა ძნელია, გააკეთო სტატისტიკა. ჯობს, დავეყრდნოთ ყველა კლინიკის, ქვეყნის ერთიანი მდგომარეობის შეფასებით მიღებულ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებებს”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები