თენგიზ ცერცვაძე: ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან კორონავირუსის დიდ აფეთქებას არ ველოდებით
“იდენტიფიცირებულია პიროვნება, იდენტიფიცირებულია ის ჯგუფი მოსახლეობისა, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, ასე რომ, დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“აქ მაინც იდენტიფიცირებულია პიროვნება, იდენტიფიცირებულია ის ჯგუფი მოსახლეობისა, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და განსხვავებით ბოლნისისა და თეთრიწყაროს კლასტერიდან, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა იყო ინფიცირებულების, 100-ზე მეტია რამდენადაც ვიცი, აქ მაინც შედარებით მცირე რაოდენობას დაუდასტურდა ინფექცია. ასე რომ, დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.