ლევან რატიანი: კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ მიიჩნევა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გაცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ მიიჩნევა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მისივე თქმით, კლინიკას ბოლო 10 დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ შემატებია.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში ყველა მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს. 28 კოვიდ ინფიცირებული გვყავს. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან – არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ველოდებით პროტოკოლის მიხედვით განმეორებით ტესტების ჩატარებას, იმედია, რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას. საბედნიეროდ, ბოლო ათი დღეა, ახალი პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა. 28 პაციენტიდან ერთი ითვლება მძიმედ, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. 4 პაციენტი გავწერეთ. დღეს, დაახლოებით 11 პირველად ტესტზე ველოდებით პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა ჩვეულებრივ რეჟიმზე გადავა”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები