სახანძრო-სამაშველო სწავლებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო სწავლებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სწავლება უწყებათაშორისია.
“დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020″. სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის” სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან – „წერეთელი” და „ნაძალადევი” მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა. „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. ასევე, შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია.
სწავლება უწყებათშორისია და შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მასში ჩართული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები.
​ღონისძიების მიზანია შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა. სასწავლო წვრთნის დასრულების შემდეგ მოხდება სახანძრო-სამაშველო მოქმედებების გაანალიზება და შეიქმნება პროცედურებისა და მოქმედების გაწერილი გეგმა, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მომავალში შესაძლო ხანძრებზე რეაგირებას”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები