სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ნაადრევად დაბადებული ბავშვის მშობლებმა, ჩვილის დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გამართეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ოფისთან ნაადრევად დაბადებული ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები ჩვილის დაბრუნებას ითხოვდნენ. ისინი სააგენტოს შენობაში იმყოფებოდნენ და იმ სოციალურ აგენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელმაც ჩვილი სახელმწიფო ზრუნვაში უშუალოდ გადაიყვანა. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.

ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ახალდაბადებული, თბილისის ბავშვთა სახლის ნაცვლად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს მიაშვილეს. როგორც ბავშვის დედ-მამა აცხადებს, ისინი აქციებს გამართავენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები