ხვალიდან რუსეთი სომხეთთან რეგულარული ფრენებს ანახლებს
რუსეთიდან სომხეთში რეგულარული ავიარეისები 15 მაისიდან შესრულდება.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე სომხეთის ვიცეპრემიერმა, ტიგრან ავიანიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ თვითიზოლაციის მკაცრი ზომების დაცვის პირობით.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გაახანგრძლივეს, თუმცა ამ პერიოდში ეკონომიკის შესუსტება გაგრძელდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში 25 მაისიდან ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება.