რუსეთში კორონავირუსი 145 პატიმარსა და კოლონიების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს დადასტურებული
რუსეთში კორონავირუსი 145-ზე მეტ პატიმარსა და კოლონიების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს დადასტურებული.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს.
უწყების მონაცემით, კოლონიების 208 თანამშრომელი და 29 პატიმარი უკვე განიკურნა.
აპრილის ბოლოს კორონავირუსი 40 პატიმარსა და 271 თანამშრომელს ჰქონდა დადასტურებული.
პირველად უწყებამ სასაჯელაღსრულების სისტემაში ვირუსის არსებობა აპრილის დასაწყისში აღიარა, მანამდე პატიმრებს შორის დაავადებას კატეგორიულად უარყოფდა.