გიორგი გახარია: ქართული პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი აგროსასურსათე ბაზრების დახლებზე, ასეთი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება
“ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ – სოფელსა და ფერმერებზე ზრუნვის, არის არათუ მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათე უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ უნდა შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ, ჩვეულებრივად, ჩვენი აგროსასურსათე ბაზრების დახლებზე. ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.