მარინა ენდელაძე: კორონავირუსი დამთავრებულად არ მიიჩნევა, თუ გავთამამდით, შეიძლება, ინფექცია ისევ გავრცელდეს

თუ გავთამამდით, შეიძლება, კორონავირუსი ისევ გავრცელდეს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ კორონავირუსის ეპიდემია დამთავრებულია.

„კორონავირუსი დამთავრებულად არ ითვლება, ჯერ კიდევ არის მატება და შემთხვევები. დღეს, მაგალითად, 5 შემთხვევა დაემატა. ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ახლა ჩვენ გავთამამდეთ და მოვიქცეთ ისე, როგორც ვიქცეოდით ადრე. ახლა შეიძლება, ყველაზე დიდი გამოცდა გვაქვს იმიტომ, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ იმ მხრივ, რომ არ გვყავს ბევრი ინფიცირებული სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასე თუ ისე, ჩვენ კარგად ვმართავთ ამ სიტუაციას, მაგრამ ეს კატეგორიულად არ ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა კორონავირუსი. თუ გავთამამდით, შეიძლება, ინფექცია ისევ გავრცელდეს. ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 652-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383, გარდაცვლილია 12 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში 4233 მოქალაქე იმყოფება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები