ამირან გამყრელიძე: სწრაფი ტესტების გამოყენება კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებული არაა

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, მსოფლიოში არცერთი სწრაფი ტესტი არ მიიჩნევა როგორც დამადასტურებელი ტესტი.

მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კოვიდ 19-ის დიაგნოსტიკისთვის. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ეს არის დამხმარე ტესტები, რომლებიც ე.წ. მასობრივი კვლევების დროს გამოიყენება.

ამის შესახებ გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, მსოფლიოში არცერთი სწრაფი ტესტი არ ითვლება როგორც დამადასტურებელი ტესტი. ისინი არ გამოიყენება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისთვის. ეს არის დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენება ე.წ. მასობრივი კვლევების დროს. რადგან მათი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე – სხვა ტიპის ტესტების, მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ.

ნებისმიერი სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი, დადებითი ,  იქნება ეს ძირითადად M ტიპის იმუნოგლობური, რომელიც მიუთითებს მწვავე დაავადებაზე, საჭიროებს გადამოწმებასა და დადასტურებას „პისიარ“ ტექნოლოგიით. სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და ყველა წამყვანი ქვეყანა იყენებს, რასაც ჩვენ
„პისიარს“ ვუწოდებთ, ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები ანუ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული ტესტები. ბევრია დღეს მსოფლიო ბაზარზე ამ ტიპის კომპანია, რომელიც აწარმოებს ამ ტესტებს, ჯერ მათი სპეციფიკურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. ალბათ, დრო გვაჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ისინი დაიხვეწებიან. როგორც დაიხვეწა წლების განმავლობაშ შიდსის სწრაფი ტესტი, ჰეპატიტების ტესტები და ა.შ. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ ეს ტესტები გამოყენებული იქნეს დიაგნოსტიკის მიზნით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე – ტესტები, რომლებიც საქართველოში კომპანია „ბიოზეკმა“ შემოიტანა და რომელიც „თიბისი ბანკმა“ გადმოსცა ქვეყანას, იყო თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემოწმებული, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ტესტები ცენტრში არ შეუფასებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები