“ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იმ აღჭურვილობის შეძენის დასაფინანსებლად, რომლის საშუალებითაც პროდუქცია შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება”

კოოპერაციული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რაც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის მხარდაჭერას გულისხმობს.

“ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იმ აღჭურვილობის შეძენის დასაფინანსებლად, რომლის საშუალებითაც წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სახელმწიფო პროგრამა ასევე დაეხმარება კოოპერატივებს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და წარმოებული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით; სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის.

რძის წარმოებაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერების, მათი შემოსავლების ზრდის და მაღალხარისხიანი, უვნებელი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების მიზნით ხორციელდება კოოპერაციული საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროგრამები. რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული მძლავრი საწარმოების შეიქმნება ახალქალაქის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დარგობრივი პროგრამებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის გათვალისწინებულია დამატებით 10 % თანადაფინანსება,”- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები