ქაბულში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში საავადმყოფოსთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 შეადგენს, მათ შორის ორი ჩვილია, 15 დაშავდა, – განაცხადეს ქვეყნის შსს-ში.
დღეს, ქაბულის საავადმყოფოსთან თვითმკვლელმა-ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ.
შენობის დატოვება პერსონალის ნაწილმა შეძლო.
შენობაში სროლა გაიმართა, რომლის დროს თავდამსხმელები ქვეყნის ძალოვანების მიერ იქნა ლიკვიდირებული.
მომხდართან კავშირი “თალიბანმა” უარყო.