20 მაისიდან ფერმერები სარწყავ წყალს უფასოდ მიიღებენ
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადისაგან განთავისუფლდებიან.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას საქართველოს პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული შეღავათით 42 ათასი ფერმერი ისარგებლებს.
“42 ათასი ფერმერი გვყავს. ყველა მათგანი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
აღნიშნული შეღავათით ფერმერები 20 მაისიდან ისარგებლებენ.