გიორგი გახარია: ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს
“კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათე უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზე მგრძნობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმითვე, ძლიერი სოფელი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს.
“დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის მხარდასაჭერად, ასევე, იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.