მარინა ეზუგბაია: კლინიკაში მყოფი კრიტიკული პაციენტის სტაბილიზირება უკვე მიღებულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფ პაციენტთან, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სტაბილიზირება მიღებულია.
“ჩვენთან 37 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ გვყავდა 40, გაეწერა 3 გამოჯანმრთელებული. უკვე 90 გამოჯანმრთელებული ჰყავს ჩვენს ცენტრს. კრიტიკული პაციენტის სტაბილიზირება უკვე მიღებულია, სულ რამდენიმე დღის შეფასება გვჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობის და, ასევე, ლაბორატორიული მონაცემებისა და შეჯერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, სტაბილიზირების შედეგად დაიწყება თუ არა გამოჯანმრთელება და პროგნოზირება როგორია. ამ ეტაპზე პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ შეუძლებელია, მაინც მონიტორინგს და დაკვირვებას საჭიროებს. გარდა ამ 1 კრიტიკული პაციენტისა, 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს და იმედია, რამდენიმე დღეში ისინიც აღარ იქნებიან მძიმე პაციენტები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.