ზელენსკი სააკაშვილის მუშაობის შედეგებს უახლოეს თვეებში ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის მუშაობისგან დადებით შედეგებს უკვე უახლოეს თვეებში ელოდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“სააკაშვილის მუშაობის შედეგებს მეორე დღეს არ ველოდები, მაგრამ უახლოეს თვეებში უნდა იყოს. შედეგი – ბიზნესსა და საბაჟო სისტემაში რეფორმების სახით”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სურს, რომ სააკაშვილმა უკრაინის საბაჟოს რეფორმირება მოახდინოს, რადგან საქართველოს პრეზიდენტობის დროს მან შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.

“მან მოგვიყვა, რომ თავის დროზე საბაჟოზე ხალხი შეცვალა, მერე გაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ კი სხვა ადამიანები მიიყვანა – და ისევ გაუშვა. ასეთი რთულია საბაჟო სისტემის რეფორმა. ძალიან მინდა, ამით დაკავდეს. მან ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები