ლუიზა ვინტონი: საქართველოს რეაგირებამ პანდემიაზე ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა და სამომავლოდ მოხდება მისი, როგორ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საქართველოს რეაგირებამ პანდემიაზე უდავოდ ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა და სამომავლოდ მოხდება მისი, როგორ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.
„აქ, ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში, „კოვიდ-19“-მა გამოაშკარავა სისუსტეები და ეკონომიკური დისბალანსი. გაერო-ს განვითარების პროგრამა, მიესალმება საქართველოს ლიდერების მიდგომას, რომ უფრო საკმარისიზე მეტი გააკეთონ, რათა შექმნან ქვეყნის აღდგენის ისეთი გეგმა, რომელიც პოზიტიური ასპექტების გააძლიერებასა და ნეიტრალიზებას ისახავ მიზნად, რათა დაისახოს გზა უფრო მწვანე, სამართლიანი და ინკლუზიური მომავლისკენ“, – აცხადებს ლუიზა ვინტონი.
გაერო-ს განვითარების პროგრამამ კოვიდ-19-თან გამკლავების ახალი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის 1 მილიონი დოლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხები საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების „კოვიდ-19“-ის შოკთან გამკლავებაში დახმარებისკენ იქნება მიმართული.
გაერო-ს ახალი გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების ეხმაურება და ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკური ზარალისა და სოციალური სერვისები შეწყვეტის ფონზე, რომელიც ქვეყანის ჩაკეტვას მოჰყვა, უკან არავინ ჩამოიტოვონ, განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფები.
გაერო-ს ახალი ჩარჩო უბიძგებს ქვეყნებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და კრიზისის შემდეგ უფრო უფრო ძლიერები გახდნენ.
გაერო-ს განცხადებაში ნათქვამია: „პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ტრადიციულმა ეკონომიკურმა მოდელებმა ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და მათი შენარჩუნება მდგრადი ვერ იქნება. ახლა მთავარია, განვითარების უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი მიდგომები გავითავისოთ, რათა უზრუნველყოთ სრული სოციალური დაცვა და გარემოს საზღვრების პატივისცემა პლანეტის შესანარჩუნებლად”.
გაერო-ს სოციოალურ-ეკონომიკური აღდგენის გეგმის ახალი ჩარჩო ხუთი ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენი არის ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების დაცვა; სოციალური დაცვის და აუცილებელი სერვისების მიწოდების გაფართეობა, რათა ადამიანებმა სირთულეებთან გამკლავება შეძლონ; სამსახურებისა და ბიზნესების დაცვა, მათ შორის, არაფორმალური სექტორებისაც; დაფინანსების, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ვაჭრობის ადაპტაცია, რათა კრიზისიდან გამოსვლა ყველამ მოახერხოს და, ასევე, სოციალური თანმიმდევრულობის წახალისება და თემის გამძლეობაში ინვესტირება.
მთავრობასა და დონორ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მოხდა გაერო-ს განვითარების ყოველწლიური პროგრამის დაფინანსების, 20 მილიონი დოლარის გადანაწილება პანდემიაზე რეაგირებისთვის. გაერო ჩართული არის მოწყვლადი ჯგუფებისა და მოშორებით მცხოვრები თემების „კოვიდ-19“-ის რისკებთან ინფორმირებაში. გაერო ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასა და დევნილებს დამცავი აღჭურვილობით და მედიკამენდებით ეხმარება. გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა ბევრი აუცილებელი სერვისების ონლაინ გადატანა და სოფლებში სიცოცხლისუანირაობის შესანარჩუნებლად გრანტების გაცემა.