გიორგი გახარიამ აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან მთავრობის მიერ ტურიზმის დასახმარებლად განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა

“როგორც კი კრიზისი დაიწყო, რა თქმა უნდა, ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, რომ ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდებოდა კრიზისი. დღესაც არავინ არის მზად ამისთვის მიუხედავად იმისა, რომ, ასე თუ ისე, იმედისმომცემი მონაცემები და რიცხვები გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ბათუმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით მომავალში განხორციელდება.

“პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ვეცადეთ, ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ ყოვლისა დახმარება სჭირდებოდა, კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ახლა როგორც ჩამოვყალიბდით, ვხედავთ, რომ საკმარისი არ არის, ყველას კარგად გვესმის, უკვე ისე განვითარდა ეს კრიზისული პროცესები და გადავდგით შემდგომი ნაბიჯები

ინდუსტრია სრულად 20 წლის განმავლობაში ქონების გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული; სასტუმროების რაოდენობა, რომელთაც სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში მივეხმარებით გავზარდეთ და ეს აღარ იქნება 50 ნომრამდე, იქნება სასტუმროები, რომელთა ბრუნვა არის 20 მლნ-მდე. დანარჩენი სასტუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და იქ ამის არც საშუალებაა და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადიც, მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტურისტული ინდუსტრიის ტურ-ოპერატორები, რომელთაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული ბლოკებად, პირველ ყოვლისა, გადაზიდვებზეა საუბარი, მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით, გიდები ცალკე საკითხია, დიდი სოციუმია, ასევე, მნიშვნელოვანი, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება, გარდა – ფინანსური დახმარებისა, ცოტა უფრო მეტად ელემენტარული სტრუქტურირების თვალსაზრისით, რომ მათი საქმიანობა ცოტა უფრო ეფექტური, მოწესრიგებული და შედეგიანი იყოს ყველა ჩვენგანისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები