ლევან გოფოძე: “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში ​კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში”, ამჟამად, 61 პაციენტია. აქედან 44 არის კოვიდდადასტურებული. ამ პაციენტებიდან ხუთი დღეს დატოვებს კლინიკას, რადგან ორი ტესტი ზედიზედ ნეგატიური მოვიდა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს –  ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა. ეს არის პირველი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე გვყავს ჩვენ. ის რეანიმაციაშია, რა თქმა უნდა. გადმოიყვანეს მარნეულიდან. ასაკოვანი პაციენტია, აქვს პნევმონია ორმხრივი. ასევე, გვყავს სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზეა. სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს რეტესტირება კიდევ ჩაუტარდება რამდენიმე პაციენტს და ვნახოთ, როგორი შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები