ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 52 პაციენტია მოთავსებული, დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 68 პაციენტი, კოვიდინფიცირებული 52-ია, ყველაზე ცოტა. დინამიკა მკვეთრად კლებისკენაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა, არ მიგვიღია, რაც ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში სამი პაციენტი გვყავს, აქედან ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებული ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა ყველასი სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს, დაახლოებით, ალბათ, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება და კიდევ რამდენიმე პაციენტი კლინიკას დატოვებს. რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან კოვიდინფექცია არცერთს არ გააჩნია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები