“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს.

სოლოღაშვილმა კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 75 პაციენტი წევს, აქედან კორონავირუსი 62-ს აქვს დადასტურებული. 18 წლამდე ასაკის მოზარდი არის 10. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 5 პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. ამ შაბათ-კვირის განმავლობაში 6 გამოჯანმრთელება გვაქვს. აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და, სავარაუდოდ, დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას. გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა, ეკუთვნის თეთრიწყაროს კლასტერს, საშუალო ხნის ქალბატონია. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე პაციენტი არ გვყავს. კვლევაში 6 პაციენტი ჩაერთვება.

რაც შეეხება ვაქცინას – მისი მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. მედიცინა საკმაოდ ძლიერად დგას და მედიკების რჩევებს უნდა მივყვეთ. დაველოდოთ ვაქცინის შექმნას”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები