მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, უმრავლესობის დაინფიცირების წყარო ე.წ. თეთრისწყაროს კლასტერს უკავშირდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

„ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. დაემატა 12 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს უკვე 309 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს. ახალ შემთხვევებს რაც შეეხება ყველას წყარო ცნობილია. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან.

ჩვენს ცენტრში ამ დროისთვის გვყავს 40 კოვიდინფიცირებული, ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. გვყავს კრიტიკულად მძიმე ერთი პაციენტი. დღის განმავლობაში ჩატარდება ორ შესაძლო შემთხვევაზე ლაბორატორიული კვლევა და დღის ბოლოს მივიღებთ ალბათ პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები