ირაკლი ბერაია: ლუგარის ლაბორატორიაზე უსაფუძვლო და დეზინფორმაციული თავდასხმები გააქტიურდა, რაც რუსეთის პროვოკაციულ დღის წესრიგზე მიუთითებს

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია პანდემიით შექმნილი ვითარების დამძიმებისა და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიზნით საერთაშორისო მასშტაბით წარმოებული რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
“ამ მხრივ, კიდევ უფრო გააქტიურდა უსაფუძვლო და დეზინფორმაციული თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც ნათლად მიუთითებს რუსეთის პროვოკაციულ დღის წესრიგზე. პასუხი და დასკვნების გაკეთება არის ძალიან მარტივი. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოში, რა საფრთხეების წინაშე დადგებიან სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები, რუსეთი არ ჩერდება, მისი დღის წესრიგი არ იცვლება, ის არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის თამაშის წესებს. მას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების უსაფრთხოების, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრიორიტეტებთან”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები