მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს უახლოვდება, რაც ძალიან კარგია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოში კოვიდის მიმღებ ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს უახლოვდება, რაც ძალიან კარგია.

„გუშინ გვქონდა 610 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და, ჯამურად, 615-ია. გვყავს 275 გამოჯანმრთელებული. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, კოვიდის მიმღებ ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს. თუ ამ დღეების განმავლობაში არსებულ ციფრებს გადახედავთ, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას უახლოვდება, რაც ძალიან კარგია, ე.ი. 275 გაეწერა და 331 მკურნალობს. თუ ასე გაგრძელდება, განსხვავება, ალბათ, კარგი და სერიოზული იქნება.

თუ პროცესები ასე გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, რომ, ალბათ, დაბრკოლება გადავლახეთ. პროგნოზირება ძალიან რთულია. თუ, ჩვენ ყველა სწორად მოვიქცევით მთელი ვერტიკალი, მოსახლეობა იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს, ალბათ, იქნება საწინდარი, რომ ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ეპიდემიას დავძლევთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები