მეუფე იაკობი: ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია

“ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო – ყველაფერი ჩამოერთმევა იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა მამა ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერის შეფასებისას განაცხადა.

“ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია, ვერასდროს ვერაფერი  დაამტკიცა. ქრისტე სძულს ამ სოფელს, სარიასაც სძულს იმიტომ, რომ ამ სოფლის შვილია. მეუფე პეტრესაც ვპირდები, რომ აღარ იქნება მეუფე იმ სინოდის შემდეგ”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, შევიწროება საპატრიარქოში მოხდა.

,,სოდომის ვირუსი სულის მკვლელია, პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონავირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს… ეს რომ შეინანოთ და ღვთისმშობელი გაახაროთ, მაგაზე ვლოცულობთ“, – დაწერა მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები