კახა კალაძე: “ტროლები“ და “ბოტები“ ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

„ტროლები“, „ბოტები“ ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია გადართული”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

„გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება. შესაბამისად, არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები