ირაკლი ბერაიამ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან დისტანციური შეხვედრა გამართა და არსებული ეპიდომიოლოგიური ვითარება განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში, ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები