რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.
„ამ ეტაპზე, 67 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული, მათგან 44 არის კოვიდინფიცირებული. გუშინ დაგვემატა კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი. დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს კლინიკას. 44 პაციენტიდან რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია, რამდენიმეს მდგომარეობა არის საყურადღებო, არცერთი არის მართვით სუნთქვაზე. მცირეწლოვანი გვყავს ორი, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური. ე.წ. ცხელების ცენტრიდან 15 პაციენტის პასუხს ველოდებით, რომელიც საღამოს იქნება”, – განაცხადა თავართქილაძემ.