ლევან რატიანი: დღეს კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

რატიანმა, კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

“ამ ეტაპზე კლინიკაში 61 პაციენტი გვყავს. რეანიმაციაშია 4 პაციენტი. ორი მართვით სუნთქვაზეა, ორი სპონტანურ სუნთქვაზე. ორივე პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე არიან დადებითი დინამიკით, როგორც კლინიკო-ლაბორატორიული, ისე ობიექტური მონაცემებით. ერთი მათგანი არის ბატონი, რომელიც არის 47 წლის, პაციენტი ჩვენს კლინიკაში 14 დღის წინ მოთავსდა. ზოგადი მდგომარეობა მისი დამძიმების განპირობებული იყო კოვ ინფექციით გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით, ანამნეზში არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ ეტაპზე, პაციენტთან დადებითი შედეგია მიღწეული, სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, დაახლოებით სამი კვირაა ჩვენს კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა შემოსვლისას მძიმე იყო, შემოყვანისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მწვავე რესპირატორული დისტრესის გამო. გუშინწინ მოიხსნა აპარატიდან, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, გემოდინამიკა შენარჩუნებულია, ოქსიგენაცია პარამეტრებით იმყოფება ჯანგბადის ინჰალაციურ თერაპიაზე. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, ერთი მათგანი მამაკაცი, რომლის დაახლოებითი საშუალო ასაკი 70 წელია, შემოსულია დაახლოებით ერთი თვეა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითი კლინიკური მაჩვენებლით გამოიხატება. იმყოფება გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სპონტანური სუნთქვის ელემენტებით. მეორე პაციენტის, 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დანარჩენი პაციენტები თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამ ეტაპზე, არცერთ მათგანთან არანაირი გართულება არ არის გამოვლენილი. რაც შეეხება ორ ორსულს, მათთან არანაირი კლინიკური პათოლოგია არ ვლინდება, როგორც ნაყოფის, ასევე დედის.

დღეს კლინიკიდან სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. ლუგარიდან ველოდებით რამდენიმე პაციენტის შედეგებს, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას”,- განაცხადა რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები