“კონსულტაციები მიმდინარეობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება”

​”კონსულტაციები მიმდინარეობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება”, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას – “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაიწყო მედიკამენტების კვლევა, სადაც ჩაერთვება საქართველოც. საუბარია ოთხ პრეპარატზე – „პლაქვენილზე“, ასევე, სხვა პრეპარატებზე და მათ შორის პრეპარატზე, რომელიც შიდსის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ არის უკვე დაწყებული კონსულტაციები?“.

„კონსულტაციები უკვე დაწყებულია, შეჯერებულია და ამ სოლიდარულ კვლევაში ჩაერთვება საქართველო, როცა ჩაერთვება, შედეგები გექნებათ. აქ ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება მედიკამენტებს, არ ვსაუბრობ. ეს არ არის ასე სალაპარაკო თემა, ეს ცოტა სათუთი თემაა. მკურნალობას ქუჩიდან არ ვაწარმოებთ. ამ მედიკამენტების ეფექტურობაზე ჯერ არ არის ასეთი დარწმუნებითი კვლევები, გრძელდება. რადგან კვლევა გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ დადასტურებული ეფექტები ჯერ არცერთი პრეპარატის მიმართ არ არის, თუმცა გამოიყენება თქვენს მიერ დასახელებული პრეპარატები. მათი გამოყენება გრძელდება, ჩატარებული ერთი დიდი კვლევის შედეგებს დადებენ და იტყვიან, უპირატესი რომელია. ამ ეტაპზე, ყველა ეს პრეპარატი გამოყენებულია და ინდივიდურ რეჟიმში ხდება შერჩევა ქვეყნის, ექიმებისა თუ კლინიკების მიერ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები